GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთის მთავარი გამომძიებელი ჟურნალისტს მოკვლით დაემუქრა
10:55 14.06.2012
დღის სიახლეები

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მუქარის გამო „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორის მოადგილე სერგეი სოკოლოვი იძულებული გახდა რუსეთიდან წასულიყო, რადგანაც ალექსანდრე ბასტრიკინი მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა და თან იცინოდა, რომ თავად გამოიძიებდა მისი მკვლელობის საქმეს - წერს რუსული მედია.

სკანდალი ბასტრიკინსა და სოკოლოვს შორის „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატიით დაიწყო,  რომელშიც სოკოლოვი ერთ-ერთი საქმის გამოძიებაზე წერდა და აცხადებდა, რომ კუშევსკის ბანდის მეთაურს სერგეი ცაპკას ჯარიმად მხოლოდ 150 ათასი რუბლი იმიტომ დააკისრეს, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს ძალოვნები მფარველობდნენ.

ამის პასუხად ბასტრიკინმა მუქარის გზა აირჩია, ჟურნალისტი ბასტრიკინის დაცვამ მოსკოვის სიახლოვეს ტყეში წაიყვანა, სადაც მას საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ელოდებოდა. როგორც „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი თავის ღია წერილში სწერს ბასტრიკინს, „თქვენ უხეშად დაემუქრეთ ჩემს მოადგილეს და იხუმრეთ კიდეც, რომ ამ საქმეს მერე თავადვე გამოიძიებთ“.

მურატოვის თქმით, ბასტრიკინი ტყეში საუბრისას „ნოვაია გაზეტას“ მთელ გუნდზე და მათ შორის მოკლულ ჟურნალისტს ანა პოლიტკოვსკაიაზეც სხვადასხვა ეპითეტებით საუბრობდა.

მურატოვი რედაქციის თანამშრომლების უსაფრთხოებას მოითხოვს, სოკოლოვმა კი რუსეთი სწორედ მისი თხოვნით დატოვა, რადგან ჟურნალისტის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 92
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა3
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X