პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვეო კომპანიებს კატეგორიული გაფრთხილება მისცა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში გაიხსნა ახალი
საავადმყოფოები, თუმცა ზოგ ადგილას მოხდა ის, რომ პერსონალს რამდნეიმე თვე არ მისცეს
ხელფასები. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უნდა შეიქმნას პროგრამა, რომ
მომავალში ასეთი რამ გამორიცხული იყოს.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ასევე პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი,
რომ საავადმყოფოებში პერსონალს შორის
ხელფასებში დიდი სხვაობაა.
„არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი 75-100 ლარს აიღებს ხელფასს, ასეთ
შემთხვევაში, საავადმყოფო უნდა დაიხუროს. კატეგორიულად ვაფრთხილებ ჯანდაცვის
სამინისტროს, სადაზღვეო კომპანიებს და სამედიცინო დაწესებულებების
ხელმძღვანელობას. ექთნები არ არიან მონათა კლასი, რომელიც უნდა ამუშაო და საჭმელი
ფული არ მისცე. მოიკლონ ქირურგებმა ფული და მისცენ ექთნებს“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
Internet.ge