GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ახალ საგამოცდო მოდელზე სპეციალური კომისია იმუაშავებს
13:13 14.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განათლების ახალ საგამოცდო მოდელზე სპეციალურმა კომისიამ დაიწყო მუშაობა. სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “8+1“ მოდელი განიხილეს. სხდომას მინისტრი დიმიტრი შაშკინი უძღვებოდა.

ექსპერტთა ჯგუფი ახალ მოდელზე მუშაობას აგვისტოში დაასრულებს. აგვისტოდან დეკემბრამდე კი საქართველოს სკოლებში აპრობაციები ჩატარდება, რითაც ახლადშექმნილი სისტემა ყველა მიმართულებით შემოწმდება, შემუშავდება ტესტების საგამოცდო ვარიანტები, დადგინდება შეფასების კრიტერიუმები.

მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემაში დაგეგმილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას, ყურადსაღებია საბჭოს წევრთა თითოეული კომპეტენტური წინადადება. ასეთ სამუშაო შეხვედრებზე გადაწყვეტილებები ხანგრძლივი მსჯელობის გზით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მიიღება და მასში კომისიის ყველა წევრის მოსაზრებაა გათვალისწინებული.

გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის შემადგენლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები შედიან.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ინიციატივით 2013 წლიდან საქართველოში ახალი საგამოცდო სისტემა დაინერგება. კერძოდ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მოსწავლეებს მხოლოდ რვა საატესტატო და ერთი უნარ-ჩვევების გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით ბაქრაძე: ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდება1
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გოკა გაბაშვილმა გახსნა2
პოლიციამ ITV-ის ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ავთანდილ თევზაძე დააკავა3
პრეზიდენტმა თბილისის იუსტიციის სახლი გახსნა4
პირველმა ლედიმ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვების სასწავლო წლის დაწყება მიულოცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X