ლავადა-ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ყველაზე
მტრულ ქვეყნად თვლიან.
რუსეთის 45 რეგიონში გამოკითხული 130 დასახლებული
პუნქტის მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთისადმი ყველაზე მტრულად
განწყობილი ქვეყანაა. საქართველოს შემდეგ ამ რიგში არიან აშშ, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.
ყველაზე მეგობრულ და მოკავშირე ქვეყნად კი
გამოკითხულებმა ბელორუსი დაასახელეს. ბელორუსის გარდა დასახელდა ყაზახეთი,
გერმანია, ჩინეთი და უკრაინა.
Internet.ge