შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში მიღება გაიმართა. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, საჯარო და სამოქალაქო რეესტრეებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ნოტარიუსთა პალატასა და ეროვნულ არქივში დასაქმებულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე შეხვდა.
მიღებას
ესწრებოდნენ
ევროკავშირის
წარმომადგენელი
საქართველოში
ფილიპ დიმიტროვი და შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო ორგნიზაციებისა და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე, კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ წევრები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრულწლოვნები,
ჟურნალისტები,
მოწვეული სტუმრები.
სამინისტროს
ფოიეში სპეციალურად ამ დღისათვის გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით -
„შესაძლებლობები
შეუზღუდავია.“
სამინისტროს
სამსახურებში
დასაქმებული
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე პირთა სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები „კიკალასტუდიომ“ გადაიღო. სახლსა და ოფისში,
სამუშაო მაგიდასთან გადაღებული კადრებით ფოტოგამოფენის ორგანიზატორებმა
კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა.
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე პირთა დასახმარებლად წელს, სააღდგომოდ, იუსტიციის სამინისტრომ შარდენზე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ მხარდასაჭერად იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მსახიობები და საბავშვო სტუდია „ენკი-ბენკი“ გაერთიანდნენ. საქველმოქმედო კონცერტსა და გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით კოალიციის სასათბურე მეურნეობაში გათბობის სისტემა დამონტაჟდება.
იუსტიციის
სამინისტრო
განსაკუთრებული
საჭიროებების
მქონე პირთა დასაქმების პროგრამას უკვე რამდენიმე წელია, ახორცილებს. შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირებს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და იუსტიციის
სახლებში დამოუკიდებლად გადაადგილება, სერვისების მიღება და მუშაობა თავისუფლად შეუძლიათ. იმ ოფისებში დასაქმებულები კი, სადაც ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ
არ არის, ჯერ-ჯერობით დისტანციურად მუშაობენ.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში
2000 წლიდან,
პარლმენტის
გადაწყვეტილებით
აღინიშნება.
Internet.ge