მოსკოვში, საფეხბურთო გუნდების - „სპარტაკისა“ და „ზენიტის“
გულშემატკივრებს შორის მასობრივი შეტაკებები მოხდა. ლუჟნიკებში გამართული მატჩის
შემდეგ ფეხბურთის ფანატებმა მოსკოვის რამდენიმე მეტროსადგურში ხელჩართული ბრძოლა
გამართეს. ყველაზე მასშტაბური არეულობა მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მოხდა, სადაც
პეტერბურგელმა
ულშემატკივრებმა პირდაპირ დაუწყეს ცემა „სპარტაკის“ ფანებს, ამ დროს
ბაქანზე ჩამომდგარი მატარებლიდან მოსკოველი გულშემატკივრები გადმოვიდნენ და
ნამდვილი ბრძოლა დაიწყეს. მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. როგორც რუსული გაზეთები
წერენ, დაახლოებით 100 პეტერბურგელი ფანატი შემთხვევით გამვლელებსაც ურტყამდა.
დაზარალდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
გაზეტა. რუ-ს ცნობით კი
„ლუჟნიკებში მატჩის შემდეგ „სპარტაკის“ ფანატები მეტროში არასლავური
შესახედაობის ადამიანებს დაესხნენ თავს“.
ანალოგიური შეტაკებები ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის
მეტროსადგურ „სპორტივნაია“-სა და „კროპოტკინსკაია“-ზეც მოხდა. მოსკოვის შს განყოფილების მონაცემებით, სამართალდამცველებმა
150 ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა ნასვამი იყო.
„სპარტაკსა“ და „ზენიტს“ შორის საფეხბურთო მატჩის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ლუჟნიკებში 4 ათასზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ შორის ომონის 500
მებრძოლი და 2 ათასი სამხედრო შინაგანი ჯარიდან.
Internet.ge