„ქართული ოცნება“ ხუხაშვილის სახლში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტის განსაჯაროებას მოითხოვს
“ქართული
ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ექსპერტ გია ხუხაშვილის სახლში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტის
განსაჯაროებას მოითხოვს. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ
დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კოლიაცია შსს-ს ფაქტის უმოკლეს ვადებში გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
„მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის შესახებ
ინფორმაციას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც
გადავცემთ“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრ ხუხაშვილს,
ექსპერტი აცხადებს, რომ სახეზეა სისხლის სამართლის ორი დანაშაული.
„პირველი, აპარატურის დამონტაჟებისას უკანონოდ შეაღწიეს ჩემი მეზობლის კერძო საკუთრებაში და მეორე - ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გვისმენენ, თუმცა ამგვარი რამ არასოდეს მომხდარა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარი ფაქტის გამო, თავის დროზე, პრეზიდენტი გადადგა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თბილისში, ამაღლების ქუჩის 12 ნომერში,
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრ გია ხუხაშვილის საცხოვრებელ სახლში
საპატრულო ეკიპაჟი გუშინ გამოიძახეს.
ხუხაშვილის საცხოვრებელ კორპუსში, ექსპერტის
საცხოვრებელი ბინის ქვედა სართულზე გაურკვეველი აპარატურა იქნა აღმოჩენილი.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ აპარატურის
არსებობის შესახებ ინფორმაცია მას მეზობელი ბინის მფლობელმა მიაწოდა და ეჭვს
გამოთქვამს, რომ ეს მოსასმენი მოწყობილობაა.
Internet.ge