გამყრელიძე: „ხელისუფლება მინიმალურადაც კი ვერ იყენებს იმ პოტენციალს, რაც სენაკის რაიონს გააჩნია“
„ახალი
მემარჯვენეების“
ლიდერები დავით გამყრელიძე და მანანა ნაჭყებია სენაკის რაიონში სოფლების, ფოცხოს და ლეძაძამეს მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
„ხელისუფლება
მინიმალურადაც
კი ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს და პოტენციალს, რაც ამ რაიონს სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით გააჩნია. სენაკის რაიონი მდიდარია თერმული წყლებით, რაც პრაქტიკულად არის უფასო და ულევი ენერგეტიკული რესურსი სასათბურე მეურნეობების განვითარებისათვის.
იმის ნაცვლად, რომ ეს სიმდიდრე და საშუალება ხელისუფლებამ ხარისხიანი და შედარებით იაფი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მიზნით მიმართოს და გამოიყენოს, იგი უყურადღებოდაა მიტოვებული და ტონობით ცხელი წყალი მიწაში იღვრება“ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
„ახალმა
მემარჯვენეებმა“
მოსახლეობასთან
საკუთარ ინიციატივაზეც ისაუბრეს, რაც ქვეყანაში „სასოფლო ბანკის“ შექმნას ითვალისწინებს და საშუალებას მისცემს გლეხებსა და ფერმერებს შეღავათიანი, გრძელვადიანი დაფინანსების მიღების გზით განავითარონ წვრილი და მცირე ფერმერული მეურნეობები, მათ შორის, სასათბურე მეურნეობები, რაც ამავდროულად მაღალხარისხიანი
ადგილობრივი
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანის და გადამამუშავებელი საწარმოების ამოქმედების მნიშვნელოვანი სტიმული გახდება.
Internet.ge