ნატოს კვირეული 16 ივნისს თელავში დაიხურება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კვირეულის ფარგლებში, დღეს, პარლამენტში სტუდენტური დებატები დაიწყო, რომელიც „YATA“ -ს ნატოს ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კოორდინაციით ტარდება.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დებატები გამართეს თემებზე – უნდა გახდეს თუ არა საქართველო ნატოს წევრი, შეიძლება თუ არა საქართველო შეუერთდეს ნატოს ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და უნდა გასცდეს თუ არა ნატოს პასუხისმგებლობის ზონა ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეს.
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ახალგაზრდებმა საკუთარი არგუმენტები და კონტრარგუმენტები წარმოადგინეს და თექვსმეტი მონაწილიდან ფინალში რვა წარმომადგენელი გადავა. საუკეთესო მონაწილეებს კი, ჟიური სერტიფიკატებს და სპეციალურ პრიზებს გადასცემს.
შეგახსენებთ,
რომ ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
Internet.ge