სახალხო დამცველი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა ჯერ კიდევ დისკრიმინაციულია
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა მიმართვა გაავრცელა.
სახალხო
დამცევლის
განცხადებით,
მიუხედავად
ქვეყანაში
განხორციელებული
გარკვეული
ცვლილებისა,
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე პირთა მდგომარეობა ჯერ კიდევ დისკრიმინაციულია.
„სახალხო
დამცველის
მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ხშირად ხდებიან არასათანადო, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი - განსაკუთრებით რეზიდენტულ დაწესებულებებში.
დეინსტიტუციონალიზაციის
რეფორმაც ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ ადამიანებს შეეხოთ. ქვეყანაში რადიკალურად შემცირდა დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების რიცხვი, მაგრამ, არც ერთი
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე პირთა ინსტიტუცია არ ჩანაცვლებულა მცირე საოჯახო ტიპის სახლით“,- ნათქვამია განცხადებაში.
ომბუცმენის
შეფასებით,
პოლიტიკის
დონეზე განხორციელებული
ცვლილებები
ჯერ კიდევ არ მისულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტულ პირებამდე.
„სახალხო
დამცველის
ყოველწლიურ
ანგარიშებში
ასახულია ამ ადამიანების მიმართ როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაციის თვალსაჩნო ფაქტები.
თუმცა,
ფაქტია, რომ თანდათანობით სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტიური ძალისხმევით, ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი გვაქვს. მოქალაქეების მომართვები მიჩვენებს, რომ პოლიტიკის
დონეზე განხორციელებული
ცვლილებები
ჯერ კიდევ არ მისულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტულ პირებამდე. ბევრი მათგანი მიუთითებს საკანონმდებლო დაცვის მექანიზმების პრაქტიკაში განუხორციელებლობაზე.
სამოქმედო
გეგმების იმპლემენტაციის ხარვეზებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge