რუსთავის
იუსტიციის
სახლი ერთი წლისაა, 14 ივნისს, საკუთარ იუბილეს უწყებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლა. სპეციალურად მათთვის იუსტიციის სახლში ტური მოეწყო, რომლის დროსაც სტუმრებმა მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და სერვისცენტრის მუშაობის სპეციფიკას დააკვირდნენ.
შეხვედრის
ბოლოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირებს საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა. იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი შესაძლებლობების
ფარგლებში
ცდილობს, მზურნველობა გამოიჩინოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მიმართ. სპეციალურად მათთვის, სამინისტროს სამასხურებში ფუნქციონირებს დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მუშაობს 40-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირი.
სამინისტროს ინფორმაციით, ისუტიციის სახლებისა და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა მაქსიმალურადაა მორგებული მათ საჭირობებს, გადაადგილება, სერვისის მიღება და მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ. იმ ოფისებში კი, სადაც ინფრასტქრუქტურა
ჯერ კიდევ არ არის
საამისოდ გამართული, მოქმედებს დისტანციური ან ონლაინ მომსახურების პროგრამები.
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე პირთა დასახმარებლად წელს, სააღდმომოდ, იუსტიციის სამინისტრომ შარდენზე გრადიოზული საქველმოქმედო კონცერტიც გამართა. კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება"
მხარდასაჭერად
იუსტიციის
სამინისტროს
თანამშრომლებთან
ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მსახიობები და საბავშვო სტუდია „ენკი-ბენკი" გაერთიანდნენ. საქველმოქმედო კონცერტსა და გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით კოალიციის სასათბურე მეურნეობაში გათბობის სისტემა დამონტაჟდება.
იუსტიციის
სახლის გარდა, 14 ივნისი წელს იუსტიციის სამინისტროშიც აღინიშნა. მოეწყო უწყებაში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა სამუშაო დღის ამსახველი ფოტოგამოფენა - „შესაძლებლობები შეუზღუდავია".
Internet.ge