„ეს შენ გეხება“ MUST CARY-ის პრინციპის შემოღების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
საზოგადოებრივი
კამპანია „ეს შენ გეხება“ MUST CARY-ის პრინციპის
შემოღების მიზნით, 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებას იწყებს.
საკითხთან
დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა და იურიდულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე, პევლე კუბლაშვილმა დღეს შეხვედრა გამართეს, თუმცა, საკითხზე
შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
როგორც ჟურნალოსტებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, კამპანია
ხელმოწერას იწყებს იმაზე, რომ MUST CARY-ის ის ვერსია,
რაც არასამთავრობოება პარლამენტს შესთავაზეს, ინიცირებული იქნას.
„აუცილებელია, ამ
პროექტის ინიცირება იმისთვის, რომ სამართლებრივად პროცედურა დაიწყოს. ხვალ, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს მივმართავთ და ვეცდებით, რომ ერთი კვირის ან ათი დღის ვადაში ეს ხელმოწერები მოვაგროვოთ. საბოლოო
გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მისაღები იქნება, მაგრამ ჩვენი მხრიდან, ეს არის
მორიგი აქტივობა და იმის დადასტურება, რომ ნამდვილად დიდი ინტერესი არსებობს ამის
მიმართ. ამ ყველაფერს, ნამდვილად ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ვფიქრობთ, რომ ეს
არის სრულიად პრინციპული საკითხი და ასე მარტივად თვის დანებება არ იქნებოდა
სწორი. შესაბამისად, ჩვენ მცდელობას გავაგრძელებთ“, – დასძინა მან.
Internet.ge