დღეს ნაფიცი მსაჯულები
მონაწილეობას
მიიღებენ
სასჯელის
დანიშვნის
სხდომაში,
რომელიც
თბილისის
საქალაქო
სასამართლოში
11:00 საათზე გაიმართება.
ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე სისხლის
სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის
საქალაქო სასამართლოში გუშინ დასრულდა. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით
რუსიშვილი
დამნაშავედ სცნო 2011 წლის
17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ
განზრახ
მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
აღნიშნულ ბრალდებაზე
გამამტყუნებელი
ვერდიქტი
მიღებული
იქნა
9 ხმით, 3-ის წინააღმდეგ.
ნაფიცმა
მსაჯულებმა
გამამართლებელი
ვერდიქტი
მიიღეს
ბრალდებულ
დავით
რუსიშვილის
მიმართ
საბრძოლო
მასალის
და
ცეცხლსასროლი
იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა და
შენახვის
ბრალდებაში.
მოცემულ საქმეზე, ნაფიც
მსაჯულთა
მონაწილეობით
ჩატარდა
8 სასამართლო სხდომა, თავად
ბრალდებულმა
მისთვის
კანონით
მინიჭებული
დუმილის
უფლება
გამოიყენა.
საქმის არსებითი განხილვისას,
ღია
სასამართლო
სხდომაზე
დაიკითხა
20 მოწმე,
ასევე
მხარეთა
მიერ
გამოკვლეული
იქნა
საქმეში
არსებული
წერილობითი
და
ნივთიერი
მტკიცებულებები,
მათ
შორის
შემთხვევის
ადგილიდან
ამოღებული
და
მკვლელობის
ჩასადენად
გამოყენებული
ცეცხლსასროლი
იარაღები.
შეგახსენებთ,
რომ გასულ წელს, ნარკოტიკული
დანაშაულისთვის
პირობითი
მსჯავრის
მქონე
53 წლის ივერი გოგბერაშვილი,
ამავე
დანაშაულისთვის
მსჯავრდებულ
პრობაციონერს
- 19 წლის გიორგი რუსიშვილს
და
ყაჩაღობისთვის
გასამართლებულ
23 წლის ირაკლი აგლაძეს
დაუკავშირდა
და
წინასწარი
შეთანხმებით,
ჯგუფურად, განახორციელეს ზურა ტარყაშვილის
მკვლელობა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რა
დროსაც
უამრავი
ადამიანი
მოძრაობდა.
ზურა ტარყაშვილს, ივერი
გოგბერაშვილმა,
ირაკლი
აგლაძემ,
დავით
რუსიშვილმა
და
რამდენიმე
პირმა,
რომელთა
ვინაობაც
ჯერჯერობით
არ
ხმაურდება,
ცეცხლი
ერთდროულად
გაუხსნეს.
მას
11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული,
მათ
შორის
სამი
საკონტროლო
გასროლა
თავის
არეში.
Internet.ge