შიდსით გარდაცვალების კიდევ ერთი
შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმების თქმით, 45 წლის მამაკაცის გარდაცვალების
მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა გახდა.
პაციენტს, მდგომარეობის დამძიმების გამო მკურნალობა 1 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში
უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების
თქმით, მამაკაცის
მდგომარეობა თანდართულმა C ჰეპატიტმაც დაამძიმა.
საქართველოში, 2012 წლის 1 ივნისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, ინფიცირების 3339 შემთხვევაა
დაფიქსირებული, საიდანაც 2443 მამაკაცი და 896 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა
29-დან 40 წლამდეა. შიდსი 2022 პაციენტს განუვითარდა, 736 ადამიანი კი,
გარდაიცვალა.
internet.ge