GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შაშკინმა 2012 წლის საუკეთესო თანამშრომლები და მოსწავლეები დააჯილდოვა
11:35 15.06.2012
დღის სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა: 

საუკეთესო მოსწავლე-გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძის სოსო ღვინიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი თამაზ ბაღდავაძე;

საუკეთესო მასწავლებელი - თბილისის №76 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია კობესაშვილი;

საუკეთესო მასწავლებელი - პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკას საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელი თეონა ჯუღელი; 

საუკეთესო ინგლისურენოვანი მასწავლებელი - პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის(ბური) სახელობის №1 საჯარო სკოლის ამერიკელი მოხალისე პედაგოგი ჯეისონ დეივიდ ბრენდონი;

საუკეთესო სკოლის დირექტორი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა;

საუკეთესო მანდატურები - თბილისის №76 საჯარო სკოლა - გელა ბეგდარაშვილი, ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა - ბაბილინა ბარქაია, ქუთაისის №23 საჯარო სკოლა - პაატა ნანავა;

საუკეთესო საჯარო სკოლა - რუსთავის №4 საჯარო სკოლა; 

საუკეთესო კერძო სკოლა - საერო სკოლა ”ალბიონი”;

საუკეთესო რესურსცენტრის ხელძღვანელი - სამტრედიის რესურსცენტრის უფროსი - ნინო შენგელია. 

დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით,  სამინისტრო მომავალშიც წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრო ენერგია გაეთიშება1
ილია მეორემ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა2
ხმალაძე: გოგლა ჟვანიას ვერსია საქმის მოკვლევისთვის საკმარისი საფუძველია3
ყვავებმა დეპუტატების მანქანებს ქვები ესროლეს4
მიხეილ სააკაშვილმა მუსლიმებს ყურბან–ბაირამის დღესასწაული მიულოცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X