"გლობალ TV"- ის
ამერიკელმა
მეწილემ, ალექსანდრე რონჟესმა, საქართველო
დღეს,
გამთენიისას დატოვა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ადვოკატმა ლილი
გელაშვილმა განუცხადა, ბიზნესმენი სამართალდამცავების
მიერ 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ, გვიან ღამით გაათავისუფლეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვას
ამომწურავი პასუხი გასცა, რის შემდეგაც საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება
მიიღო“, - განაცხადა ადვოკატმა.
გელაშვილის ინფორმაციით, რონჟესს ქვეყანა
საბოლოოდ არ დაუტოვებია.
ფინანსთა
სამინისტროს
საგამოძიებო
სამსახურის
ინფორმაციით,
"გლობალ
TV"-
ს ამერიკელი მეწილე, უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე აღძრულ საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.
სამართალდამცავებმა ბიზნესმენი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან
აიყვანეს.
internet.ge