წყნეთში დევნილების დასახლების ნაწილს მეორე დღეა ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
დევნილების ინფორმაციით, მათ 1-ელი
იანვრიდან ელექტროენერგიის შეღავათები გაუუქმეს, რის პარალელურადაც ინდივიდუალური გამრიცხველიანება უნდა
მომხდარიყო,
მაგრამ გამრიცხველიანების პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
მათი განცხადებით, მათ ვითარების გარკვევა თელასში სცადეს
და პასუხად ის მიიღეს, რომ სრული
დავალიანების ერთი მესამედის გადახდის შემთხვევაში, მათ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით აღუდგებათ.
ამასთან, დევნილებს უკანონოდ მიაჩნიათ ასევე ინდივიდუალურ გამრიცხველიანებამდე დასუფთავების გადასახადის დაკისრებაც, რაც საერთო
ჯამში თითოეულ ოჯახზე
400 ლარს აღემატება.
საკითხთან
დაკავშირებით, დევნილები შესაბამისი უწყებების მიერ რეაგირებას ითხოვენ.
Internet.ge