თურქეთის სახელმწიფო სკოლებსა და უამღლესებში შესაძლოა,
აფხაზური ენის სწავლება დაიწყონ.
ამის შესახებ სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, რომელიც თურქულ
გაზეთ „ Hurriyet“-ზე
დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის განათლების მინისტრის ომერ დინჩერის თქმით,
თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში უნდა დაიწყოს იმ ხალხების ენების
სწავლება, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ.
გაზეთი „Hurriyet“ აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება იყოს აფხაზური და
ლაზური ენა. თუმცა ამისათვის ამ ენებზე მოთხოვნა უნდა იყოს და ენის სწავლება მხოლოდ
მაშინ მოხდება, თუ მისი შესწავლის მსურველი მინიმუმ 10-12 მოსწავლე მოგროვდება.
internet.ge