დღეს, 17:00 სთ-ზე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში „უნივერსიადა 2012“-ის საზეიმო დახურვის ცერემონიალი
გაიმართება.
დაჯილდოებაზე უნივერსიადაში
გამარჯვებულ საუკეთესო 3 უნივერსიტეტს თასი, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.
საღამოს ნიკა ქავთარაძე
გაუძღვება, მუსიკალურ ნომრებს ნინი შერმადინი და სხვა მომღერლები შეასრულებენ. დაჯილდოების
ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი დაესწრება.
მასთან ერთად გამარჯვებულებს პრიზებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
- ნიკოლოზ ამაშუკელი გადასცემს.
„უნივერსიადა -
2012“-ის ორგანიზატორი საუნივერსიტეტო სპორტის
ფედერაცია იყო, მხარდამჭერი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო
შეჯიბრების გენერალური სპონსორი „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ გახლდათ. შეჯიბრება 5 მაისს
დაიწყო და 11 ივნისამდე გაგრძელდა.
ტურნირში, რომელშიც
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გამოდიოდნენ, გამარჯვებულები სპორტის
22 სახეობაში გამოვლინდნენ. გუნდურ ჩათვლაში 27 ოქროს, 14 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედლით, „უნივერსიადა 2012“-ის გამარჯვებული
ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა.
internet.ge