უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის იულია
ტიმოშენკოს შეწყალების სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ არ აქვს ბერკეტები, რათა შეწყალების საკითხი განიხილოს.
იანუკოვიჩმა
აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც სასამართლოები, მათ შორის
ევროპის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„სწორედ მაშინ
იქნება შეწყალების საკითხი პრეზიდენტის კომპეტენციაში“ - განაცხადა მან.
აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ჟურნალ „თაიმ“-თან ინტერვიუში
გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა მას ტიმოშენკოს შეწყალება,
იანუკოვიჩმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მინდა“.
ამასთან, მან
კიდევ ერთხელ გასუვა ხაზი, რომ ყოფილმა პრემიერმა 2009 წელს რუსეთთან კოტრაქტები
კანონის დარღვევით გააფორმა.
თავად იულია
ტიმოშენკოს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება, რომ არ აპირებს იანუკოვიჩს
შეწყალების თხოვნით მიმართოს.
internet.ge