ქობულეთში გზების რეაბილიტაცია გრძელდება
17:38 15.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ქობულეთში სამების, სოფელ ქობულეთისა და ხუცუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასასრულს უხლოვდება. პროექტის თანახმად, 3 კმ და 600 მეტრი სიგრძის მონაკვეთის ასფალტის საფარი უნდა დაიგოს. სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია, დარჩენილი ნაწილის მოასფალტება 20 ივნისისთვის დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან, ვარშალომიძე გაეცნო.
გარდა ასფალტ-ბეტონის საფარისა, გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაკეთდა ერთი ხიდი, ორი ბეტონის არხი და ორი დამცავი კედელი. პროექტის ღირებულება 613000 ლარია.
„სოფლის განვითარებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყალთან და გაზთან ერთად გზაა. 2004 წლიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში 3 ათას კილომეტრზე დაიგო ასფალტისა და ბეტონის საფარი. სამების ეს მონაკვეთი ათეული წლებია სავალალო მდგომარეობაში იყო. პროგრამა, რომელიც სოფლების გზების მშენებლობა–რეაბილიტაციას მოიცავს, მომავალ წლებშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ამ ეტაპზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას ქობულეთსა და ხელვაჩაურში ერთდროულად ახორციელებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|