კანადაში, გემის ჩაძირვის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია
შეწყვეტილია. მაშველებს დაკარგული სამი ქართველის პოვნის იმედი უკვე აღარ აქვთ. მიზეზი
წყლის დაბალი ტემპერატურაა.
ადგილორივი სამართალდამცველები მათ ვინაობას არ ამხელენ,
თუმცა ცნობილია, რომ დაკარგულები არიან ხაშურში მცხოვრები 35 წლის გოჩა გოთუნელია და
36 ზაზა ლაცაბიძე; ასევე თბილისელი 32 ნიკოლოზ თიგიშვილი.
დაკარგულთა ოჯახის წევრები მომხდარის შესახებ მედიასთან
საუბარს ერიდებიან, თუმცა აცხადებენ, რომ კანადაში მათი გამგზავრების მიზეზი უმუშევრობა
იყო. ამასვე ამბობენ დაკარგულთა მეზობლები.
დაღუპული თენგიზ მოწონელიძის ოჯახი კი ცხედრის სამშობლოში
ჩამოსვენებას ელოდება.
შეგახსენებთ, კანადის პროვინციის - ახალი შოტლანდიის
სანაპიროსთან ჩაძირულ გემ "SV Tabasco 2"-ზე ქართველებიც იმყოფებოდნენ. ეკიპაჟის
10 წევრიდან ერთი დაიღუპა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
Internet.ge