კონტროლის პალატა სამტრედიაში, სამედიცინო დახმარების ფაქტის შესწავლას პროკურატურას სთხოვს
საქართველოს კონტროლის პალატა სამტრედიის მოსახლეობისათვის გარკვეული სამედიცინო დახმარების ფაქტის გამოძიებას იწყებს.
როგორც მონიტორინგის სამსახურის
განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ინფორმაცია
სამტრედიის მოსახლეობისათვის გარკვეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების
თაობაზე საჭიროებს პროკურატურის მხრიდან მოკვლევის ჩატარებას და აღწერილ
ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენას.
„მივმართავთ
სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები. თავის მხრივ, მონიტორინგის სამსახური
გააგრძელებს აღნიშნული ინფორმაციით გავრცელებული გარემოებების შესწავლას“,- ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ „რესპუბლიკური პარტიამ“ ოფიციალურ გვერდზე
ვიდეომასალა გაავრცელა. სიუჟეტის მიხედვით, სამტრედიაში
"ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატის, ლევან ფხაკაძის წარმომადგენელი მოსახლეობას სათვალეებს დაჰპირდა.
internet.ge