პასპორტისა და ID ბარათის მიღება სამოქალაქო რეესტრში გამოუცხადებლადაც შესაძლებელია
სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს ახალი სერვისით პასპორტებისა და ID ბარათების მიღება, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გამოუცხადებლადაც
არის შესაძლებელი.
მოქალაქეს
შეუძლია ბიომეტრული დოკუმენტების მიღებაზე განაცხადი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში გამოუცხადებლად მიიღოს. ასეთ შემთხვევაში მსურველმა პირმა სამოქალაქო რეესტრს უნდა აცნობოს, რომ ამ სერვისით სარგებლობა სურს. ბიომეტრული დოკუმენტების პერსონალიზაციის
ცენტრის თანამშრომლები თავად გამოცხადდებიან წინასწარ მითითებულ ადგილზე და დოკუმენტის მიღების მსურველი მოქალაქის ბიომეტრულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდი, ფოტოსურათი, ციფრული ხელმოწერა) შეაგროვებენ.
აღნიშნული
მომსახურებით
სარგებლობა
ამ ეტაპზე თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული
მომსახურების
დროს ბიომეტრული პასპორტისა და ID ბარათის ღირებულება იგივე რჩება, რასაც ემატება გასვლითი მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია მოქალაქეს დამზადებული დოკუმენტი მითითებულ მისამართზე გადასცეს.
ID ბარათი კი, გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში და მისი ღირებულება 30 ლარია, ხოლო საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება მსურველს იმავე ვადაში 100 ლარად შეუძლია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ბიომეტრული დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია დაჩქარებულ ვადებშიც. განაცხადის წარდგენიდან მე-5, მე-3, მე-2 და იმავე სამუშაო დღეს.
internet.ge