სააპელაციო სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ჯარიმა გაუნახევრა.
სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა გაანახევრა.
აღნიშნულ საქმეზე ივანიშვილის ინტერესებს ადვოკატები შალვა თადუმაძე და ალექსანდრე ბარამიძე იცავენ, კონტროლის პალატას კი გიორგი ამირანაშვილი და ვახტანგ კეჟერაძე წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ დავა ეხება კონტროლის პალატის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა 2012 წლის განმავლობაში კუთვნილი კომპანიების “ბურჯისა” და “ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ავტომობილი დაარეგისტრირა, რომლებიც პალატის მტკიცებით ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს მოხმარდა.
internet.ge