რამდენიმე
საათის წინ რუსეთში, ურალის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ATR72 ჩამოვარდა.
სამგზავრო
ტიპის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ქალაქ ტიუმენის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, რამდენიმე წუთში განიცადა.
როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, ბორტზე სულ 43 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 39 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი.
მაშველებზე
დაყრდნობით, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, სააგენტოები იუწყებიან, რომ ავიაკატასტროფის
შედეგად
17 მგზავრი
გადარჩა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი 14 დაშავებულზე საუბრობენ, რომლებიც ვერტმფრენების მეშვეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საინფორმაციო
სააგენტოების
ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.
რაც
შეეხება ეკიპაჟის წევრებს, გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაღუპულია.
ავიაკატასტროფა დღეს, დაახლოებით დილის რვა
საათზე მოხდა. დამატებითი ინფორმაცია ავიაკატასტროფის შესახებ დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
Internet.ge