სვეტიცხოვლის მიმდებარე
ტერიტორიაზე დღეს, 17:00 დან 20:30 საათამდე „სეზონური ხილის ფესტივალი“
გაიმართება.
ფესტივალზე, რომელიც ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ „შემოიარე საქართველოს“ ფარგლებში დაიგეგმა,
წარმოდგენილი იქნება როგორც ხილი, ასევე ხილისგან წარმოებული სხვადასხვა
პროდუქცია.
ფესტივალს კი, ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გახსნის. პროექტის ძირითადი მიზანი
საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული
რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში
მოგზაურობის სურვილის დანერგვაა.
Internet.ge