პოლონეთის ხელისუფლება ფეხბურთის ორი რუსი გულშემატკივრის
ქვეყნიდან დეპორტაციას მოახდენს. აღნიშნული პირები არეულობებში მონაწილეობის გამო
დაისჯებიან. თუმცა სასჯელი მხოლოდ პოლონეთიდან დეპორტაცია არ იქნება. მათ 5 წლის
განმავლობაში შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასვლის უფლება არ ექნებათ.
ამ დროისათვის, პოლონელ სამართალდამცველებს 13 რუსი
ფეხბურთის გულშემატკივარი ჰყავთ
დაკავებული. ისინი პოლონელ ფანებთან 12
ივნისს მომხდარი დაპირისპირების მონაწილენი არიან. ოთხ მათგანს დაკავების ვადა 3
თვით გაუგრძელეს.
როგორც ცნობილია, 12 ივნისს რუსი გულშემატკივრების „მარშის“
მონაწილეებს პოლონელი გულშემატკივრები დაესხნენ თავს. დაპირისპირებაში პოლიცია
ჩაერია, რომელიც ორივე მხარის წარმომადგენელთა მხრიდან აგრესიის ობიექტი გახდა.
დაკავებულებს სწორედ ჩხუბსა და პოლიციის თანამშრომლებზე
თავდასხმას ედავებიან.
Internet.ge