ტელეკომპანია
"პირველი
სტერეოს"
ახალმა დირექტორმა ვასილ კობაიძემ ტელევიზიის 30 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
არხის ყოფილმა დირექტორმა დავით ზილფიმიანმა დაუდასტურა.
მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი თანამშრომლების შეხედულება იყო.
„ეს ადამიანები კობაიძეს დირექტორად არ აღიქვამდნენ. მათ ორი კვირის
წინ ჩემ სახელზე დაწერეს სამსახურიდან გათავსუფლების განცხადებები. ეტყობა
კობაიძეს ამით ღირსება შეელახა და შური ასე იძია. ამასთან, თანამშრომლები ისე
გაუშვა, რომ ხელფასიც არ გადაუხდია“,- განმარტა ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, რომ საჯარო
რეესტრმა ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" დირექტორად ტელევიზიის მეწილე
ვასილ კობაიაძე დაარეგისტრირა. რასაც ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, დავით
ზილფიმიანის გაღიზიანება მოჰყვა.
ახალმა დირექტორმა ზილფიმიანი დაკავებული თანამდებობიდან 17 მაისს
მოხსნა.
ცნობისთვის, ტელეკომპანიის 65%-იანი წილის მფლობელი ვასილ კობაიძეა.
Internet.ge