ნიკ ვანდელა გახდა
პირველი ადამიანი, რომელმაც შეძლო და ნიაგარას
თავზე გადაჭიმულ 1,800 მეტრიან თოკზე წარმატებით გაიარა.
მას შემდეგ, რაც
დასახულ მიზანს მიაღწია, ნიკ ვალენდამ განაცხადა: „ამის მისაღწევად ბევრი ლოცვა
დამეხმარა. ამ შედეგისათვის უამრავი ვარჯიში და კონცენტრირება დამჭირდა.“
კითხვაზე, თუ რას
გააკეთებს შემდეგში, განაცხადა: „მე პირობა დავდე, რომ ვიქნებოდი პირველი
ადამიანი, რომელიც გადაკვეთავს დიდ კანიონს, ამიტომ ამაზე მუშაობას ვიწყებ. 3-5
წელიწადში ამას გავაკეთებ.“
ვალენდას მიერ
ნიაგარის ჩანჩქერის გადაკვეთას 165,000
ადამიანი ადევნებდა თვალს.
Internet.ge