რუსეთში,
ტიუმენის ოლქთან, სამგზავრო თვითმფრინავ ATR-72-ის კატასტროფასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება. ამ დროისთვის
„რია ნოვოსტი“
ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავიაკატასტროფას 32 ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმფრინავი,
რომელიც ტიუმენი-სურგუტის რეისს ასრულებდა, „როშინოს“ აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, რამდენიმე წუთში
ჩამოვარდა. შემთხვევა დილით, 06:45 სთ-ზე მოხდა.
ბორტზე
მყოფი 43 ადამიანიდან 39 მგზავრი, 4 კი ეკიპაჟის წევრი იყო. ამ დროის მონაცემებით გადარჩენილია მხოლოდ 11
ადამიანი. რუსული სააგენტოების ცნობით დაღუპლთა შორის ბავშვები არ არიან.
Internet.ge