გუშინ, შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ვიდეომასალაში კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი სესიაშვილი
გახლდათ მოხსენიებული.
შსს-ს მიერ დაკავებული ზაზა ჭელიძე, რომელიც პოლიციის თანამშრომლის
მოსყიდვაშია ბრალდებული, აღიარებით ჩვენებაში ირაკლი სესიაშვილს იხსენიებს.
ის აცხადებს რომ პოლიციის ყოფილი
თანამშრომლის, ლაშა კურტანიძის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერები ირაკლი
სესიაშვილს წარუდგინა და მისგან მიიღო კონვერტი ლაშა კურტანიძისთვის გადასაცემად.
ლაშა კურტანიძე კი ამბობს რომ აღნიშნულ კონვერტში 3 000 დოლარი იდო.
შს
სამინისტროს
მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციას
ირაკლი სესიაშვილი გუშინვე გამოეხმაურა საგანგებო
განცხადებით და მზადყოფნა გამოთქვა გამოძიებას ნებისმიერ
კითხვაზე უპასუხოს.
სესიაშვილმა ჭელიძის ნათქვამი უარყო, თუმცა განაცხადა, რომ მასთან
მეგობრობა ნამდვილად აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შს სამინისტრომ დაკითხა ლაშა კურტანიძის
მეუღლე.
Internet.ge