საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი
21 ივნისამდე შენარჩუნდება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სინოპტიკოსებმა
განუცხადეს, დღეს და ხვალ იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე 20 მ.წმ. იქნება.
მათივე ინფორმაციით, ტემპერატურის მკვეთრი
მატება არ არის მოსალოდნელი.
საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურა 27-28
გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები 21 ივნისიდან, როგორც დასავლეთ,
ასევე აღმოსავლეთ რაიონებში წვიმებს პროგნოზირებენ, რომელიც მათივე ვარაუდით 3 დღეს
გაგრძელდება.
რაც შეეხება ტემპერატურას, სპეციალისტები
ანომალიურ სიცხეებს ივლისის შუა რიცხვებში ელოდებიან.
internet.ge