კვირას, ლოს ანჯელესში 1990-იან წლებში მომხდარი
ძალადობის გამომწვევი ისტორიის მთავარი გმირი-როდნი კინგი საკუთარ აუზში
გარდაცვლილი იპოვეს. იგი 47 წლის იყო.
კინგი მსოფლიოს ლოს
ანჯელესში დაწყებული ხმაურიანი გამოსვლებისა და ძალადობის შემდეგ ახსოვს, რისი
მიზეზიც გახდა ის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომელთა უმრავლესობა
თეთრკანიანი იყო, უდანაშაულოდ სცნო სამი პოლიციელი, რომლებმაც სცემეს შავკანიანი
მძღოლი როდნი კინგი. ამ ფაქტის შემდეგ როდნი რასობრივი დაპირისპირების სიმბოლო
გახდა.
სამართალდამცავთა
განცხადებით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი
ჯერ-ჯერობით
უცნობია: „ წინასწარი ინფრმაციით, შესაძლოა საქმე გვონდეს დახრჩობს ფაქტთან,“- განაცხადა კალიფორნიის პოლიციის წარმომადგენელმა.
ამჟამად მიმდინარეობს
გვამის გაკვეთა. გარდაცვალების მიზეზის შესახებ
ზუსტი ინფორმაცია 48 საათში გახდება ცნობილი.
Internet.ge