საქართველოს საპატრიარქო ბაგრატის ტაძარის
სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხზე ხელისუფლების
პოზიციას ელოდება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საპატრიარქოს
პრესცენტრში განუცხადეს, ტაძრის რეაბილიტაცია საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ
უნდა შეწყდეს.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, გუშინ
ქადაგებისას, ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების
შეჩერება მოითხოვა.
ამასთან, ბაგრატის
ტაძარი
"იუნესკოს"
კრიტერიუმებს
ვეღარ აკმაყოფილებს.
შესაბამისად, ორგანიზაციამ გასულ წელს საქართველოს მთავრობას სარეაბილიტაციო გეგმაზე უარი უთხრა და ბაგრატის ტაძარზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარება აკრძალა.
internet.ge