საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ესპანეთში დაკავებულ
ქართველებზე ინფორმაციას არ ფლობს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ
დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, ესპანელი სამართალდამცავები
საქართველოს საკონსულოს ამ საკითხზე ჯერ არ დაკავშირებიან.
„ქართველების დაკავების შესახებ ჩვენც მედიისგან გავიგეთ. ამ ეტაპზე
ოფიციალური ცნობა ჩვენ წარმომადგენლობას ესპანეთში არ მიუღია. დაველოდებით
სამართალდამცავების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და შესაბამის რეაგირებას მას
შემდეგ მოვახდენთ“,- განაცხადა კალანდაძემ.
ცნობისთვის, ესპანეთის პოლიციამ 13 ქართველისგან შემდგარი დამნაშავეთა
ჯგუფი დააკავა. მათ ბრალი ბინების ძარცვაში ედებათ.
internet.ge