ისრაელის
ხელისუფლებამ ტერიტორიების გასაფართოებლად უწყებათშორისი კომისია დააარსა, რომელიც
ხელოვნური კუნძულების შექმნის „ტექნიკურ შესაძლებლობებზე“ იმსჯელებს.
„ისრაელი
პატარა და მჭიდრო ქვეყანაა. საქმე ეხება ამ პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიებას,
რომელიც რაციონალური იქნება ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის
თვალსაზრისით,“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ.
ასეთ
ხელოვნურ კუნძულებზე ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების განთავსება
იგეგმება, როგორიცაა აეროპორტები, ელექტროსადგურები, ქარხნები და ა.შ.
კომისიამ
დასკვნა და რეკომენდაციები ხელისუფლებას ერთი წლის ვადაში უნდა წარუდგინოს.
Internet.ge