გარემოს
დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ახალციხეს ეწვია, სადაც მე-5 საჯარო სკოლის
მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნებაზე ესაუბრა. შეხვედრის
პარალელურად მოსწავლეებმა ბუნების ამსახველი ფოტო-გამოფენა და დოკუმენტუი ფილმი
იხილეს, რომლის მეშვეობითაც ვირტუალურად იმოგზაურეს მსოფლიოსა და საქართველოს
ეროვნულ პარკებში.
„მე
იმედი მაქვს, რომ ასეთი ფილმების ნახვის და ინფორმაციის მიღების შემდეგ, უფრო
მეტად გაუფრთხილდებიან ბუნებას, სხვანაირად იაზროვნებენ, პლანეტას შეხედავენ
როგორც საკუთარ სახლს და იზრუნებენ გარემოს დაცვაზე. ბავშვებს ჰქონდათ ბევრი
კითხვა, ძალიან კარგი სკოლაა და ეს ამ ბავშვების თვალებში ჩანს," - აღნიშნა
გოგა ხაჩიძემ.
შეხვედრა
მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა მოსწავლეების
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციას.
2012
წელი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი განათლების წლად არის
გამოცხადებული და დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობას
„მწვანე" ღონისძიებებში.
Internet.ge