შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ჩემი ოჯახის
კლინიკის" კუთვნილი თბილისის ამბულატორია დაათვალიერა. მინისტრი სამედიცინო
ცენტრში მომუშავე ექიმებს შეხვდა და ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის ძირითად
მიმართულებებზე ესაუბრა.
ამბულატორიულ
სამედიცინო ცენტრში პაციენტებს მრავალპროფილური საკონსულტაციო მომსახურების მიღება
შეუძლიათ. კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რაც მაღალი
დონის დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული სერვისების მიღების საშუალებას იძლევა.
სამედიცინო
ცენტრში 107 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, 76 ექიმი და 7 ექთანი.
„ჩემი
ოჯახის კლინიკამ“ ფუნქციონირება 2011 წლის 1 თებერვალს დაიწყო და დღემდე 9664
პაციენტი მიიღო.
Internet.ge