გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე სასტუმრო "Holiday Inn Tbilisi"-ის ვიდეოკამერებმა
გუშინ, გვიან ღამით დააფიქსირეს.
როგორც
„ინტერენეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ
გვენეტაძემ განუცხადა, ჯიბლაძე კამერამ, ღამის 01:00-დან 02:00 საათის შუალედში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა.
მისი თქმით,
აღნიშნული ფირი ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს აჩვენეს, რომლებმაც ფირზე აღბეჭდილი მამაკაცისა და მამუკა ჯიბლაძის იდენტურობა დაადასტურეს.
მამუკა ჯიბლაძე სახლიდან 11 ივნისს გავიდა და როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, უკან არ დაბრუნებულა.
internet.ge