რამაზ ნიკოლაიშვილმა ოზურგეთში საკონდიტრო ქარხანა გახსნა
17:04 18.06.2012
|
დღის სიახლეები
|
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გურიაში პრეზიდენტის რწმუნებულთან, ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად, ოზურგეთში, საკონდიტრო ქარხანა "სანდომი” გახსნა.
საწარმოში ფართო ასორტიმენტის, სხვადასხვა სახის ფუნთუშეულისა და ტკბილეულის წარმოება თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიებით მოხდება. ახალი ტექნოლოგიები იტალიიდან იქნა შემოტანილი. თანამედროვე დანადგარები ქარხანაში ევროპელმა სპეციალისტებმა თავად დაამონტაჟეს და ადგილობრივებს მათი ექსპლუატაციის სპეციფიკაც შეასწავლეს.
„სანდომში“ 40 სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება მიმდინარეობს და მისი რეალიზაცია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხდება. საკონდიტრო ქარხანა "სანდომი” შპს "ვასაძის პურის” კუთვნილებაა, საწარმო კერძო ინვესტიციით ამოქმედდა და მისი ღირებულება დაახლოებით 400 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ქარხანაში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული და წარმოების გაზრდის პარალელურად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა.
კომპანია შპს "ვასაძის პური” გურიაში საკუთარ პურის ქარხანას და თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო ცენტრს ფლობს, სადაც ჯამში 150-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ახალი საკონდიტროს გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და წარმოების გაფართოებას შეუწყობს ხელს, რაც რეგიონის განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|