GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„დაზარალებულის კვირეულის“ ფარგლებში ბათუმში კონფერენცია გაიხსნა
17:29 18.06.2012
დღის სიახლეები

ქალაქ ბათუმში, პროკურატურის ინიციატივითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, კონფერენცია გაიხსნა, რომელიც დაზარალებულის უფლებებს, მისი დაცვისთვის გასატარებელი ღონისძიების ანალიზს მიეძღვნა. კონფერენციის მუშაობაში, მთავარი პროკურატურის გარდა, მონაწილეობენ შსს-ს, სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ამ საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბათუმის კონფერენციით საქართველოში დაზარალებულის კვირეული გაიხსნა.

საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, დანაშაულის მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება, დაზარალებულის ინტერესების მაქსიმალური დაცვა - საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის“ უკანასკნელი მონაცემებით,  გამოკითხულთა მხოლოდ 1.2% გახდა დანაშაულის მსხვერპლი გასული წლის განმავლობაში,  უსაფრთხოების განცდა კი  გამოკითხულთა 85%-ს აქვს.

კონფერენციის მონაწილეებმა პროკურატურის ახალი  პროექტის - „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის“ პრეზენტაცია მოისმინეს, გაეცნენ დანაშაულის სტატისტიკის უახლეს მონაცემებს, განიხილეს დაზარალებულისათვის უფასო იურიდიული კონსტულტაციის გაწევის დეტალები; იმსჯელეს ოჯახური ძალადობის საკითხებზე.

კონფერენცია 19 ივნისს დასრულდება. მეორე სამუშაო დღეს სემინარის მონაწილეები ტრეფიკინგის პრობლემებზე ისაუბრებენ და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

დაზარალუბულის კვირეულის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროში გაიმართება სამომხმარებლო კმაყოფილების კვლევის პრეზენტაცია; მრგვალი მაგიდა; შეხვედრები, დისკუსიები, სადაც დაზარალებულის უფლებების დაცვაზე, ამ მხრივ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე ისაუბრებენ.

„მოწმისა და დაზარალებულის კორდინატორის“ სამსახური 2011 წლის აგვისტოდან მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. წლეულს მისი არეალი გაფართოვდა - პროგრამამ თელავი, ზუგდიდი და გორიც მოიცვა. სამსახურის მიზანი სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა და მათთვის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა, რაც მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ სისტემასთან უფრო ეფექტურს გახდის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხუროშვილი ქუთაისში, მთავრობის სახლის ადმინისტრაციასაც უხელმძღვანელებს1
საგადასახადო ქსენია სობჩაკის მილიონის წარმომავლობას სწავლობს2
კვირიკაშვილი ჩაბარდა და აღიარა, რომ დუმბაძის მკვლელობის იარღი ქილერს მან გადასცა3
ქალაქ ლაზიკას პროექტი4
მარნეულის გამგეობაში მოქალაქეთა ჯგუფი შეიჭრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X