GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპორტული კლუბი იხსნება
11:33 19.06.2012
დღის სიახლეები

დღეს, 14:00 სთ-ზე, "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ინდივიდუალური პროგრამების მეშვეობით, მათი ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ: სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსით, ცენტრში არსებული ტრენაჟორების რესურსით, სპეციალისტების მიერ შედგენილი ინდივიდუალურად დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროგრამებითა და კონსულტაციებით. კლუბის ბაზაზე მოხალისე ფსიქოლოგები ჩაატარებენ არტ-თერაპიის კურსებს.

პროექტის მხარდამჭერი საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლობაა.

ოფიციალურ გახსნას დაესწრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გახსნაზე მოწვეულნი არიან პროექტის პოტენციური ბენეფიციარები, რომელთათვისაც პრეზენტაციის შემდგომ ცენტრის კინოკლუბში სპეციალური კინო-ჩვენება ჩატარდება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვრცელდება უცნობი ვირუსი, რომლიც წონაში კატასტროფულ მატებას იწვევს1
ხაშურის ოლქის ორი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები ბათილად სცნეს2
ფილმი სალვადორ დალიზე3
პარლამენტში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება4
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X