საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები
სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას
ავრცელებს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მთავრობის
ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვადასხვა
მოქმედი სასწავლო პროგრამების ფარგლებში, დააფინანსებს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის)
მცხოვრებ იმ პირთა სწავლას საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო
დაწესებულებებში, ვისაც აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის
აღდგენამდე, ლეგიტიმურად აქვს მინიჭებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
აღნიშნული კანდიდატები
ვალდებულნი არიან, დაფინანსების მოთხოვნამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ მოთხოვნილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამის სამსახურში
წარადგინონ იმ სააგენტოს მიერ გაცემული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს
უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge