GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში ატესტატების გაცემა დაიწყო
13:09 19.06.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების  გაცემა  დაიწყო.

სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, სკოლის კურსდამთავრებულმა ატესტატის მისაღებად უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს კი, დოკუმენტი უფასოდ გაიცემა.

ასევე, მოქმედებს დაჩქარებული მომსახურების სერვისიც და ატესტატის მიღება შესაძლებელია  განცხადების წარდგენის დღიდან მე–5, მე–3, მე–2 და იმავე სამუშაო დღესაც.

რუსთავის იუსტიციის სახლში დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ №4 საჯარო სკოლის რამდენიმე კურსდამთავრებულს ატესტატები პირადად გადასცეს.

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს განეკუთვნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი.

იუსტიციის სახლები და სააგენტოები ატესტატებისა და სერტიფიკატების გაცემას   მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე უზრუნველყოფენ.  მონაცემთა ელექტრონულ ბაზას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო სისტემა შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს.

იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში  მოხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების დუბლიკატების გაცემაც.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
23 ადამიანი ცოცხლად დაიწვა1
ივანიშვილს 148 650 131,3 ლარის ჯარიმის სახით გადახდა მოუწევს2
ნინა ხატისკაცმა სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა3
ინფრასტრუქტურისა და დასაქმების მინისტრებმა ბახმაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს4
ფოტორეპორტაჟი: სტიქიისგან დაზარალებული კახეთი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X