GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში 537 კანდიდატი დარეგისტრირდა
13:24 19.06.2012
დღის სიახლეები

კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში მონაწილეობის სურვილი ამ დრომდე 537–მა კანდიდატმა გამოთქვა.  კონკურსანტების განაცხადების მიღება კი, 20 ივნისს იწურება.

კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების დირექტორმა ლალი კალანდაძემ დღეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, კონკურსის პირობებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ჩაუტარდათ. ისინი საკუთარ შედეგებს ტესტირების დასრულებისთანავე  შეიტყობენ. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსანტებთან მოხდება გასაუბრება და შემდგომ ისინი ცენტრების გამართული მუშაობისთვის ორკვირიან ტრენინგს გაივლიან.

კომპიუტერულ ცენტრებში მომავალი თანამშრომლები გადამზადებას გაივლიან: სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისისა და რეგიონების ტერიტორიულ სამსახურებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისებში, ბანკებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ფოსტაში. კონკურსის მონაწილეები ტესტირების დროს აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.

ღია კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი უფასოდ მიიღებენ  კომპიუტერს, ისარგებლებენ  უსასყიდლო  ტექნიკური მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში,  გაივლიან სპეციალურ ტრენინგს. შემდეგ კი ისინი თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან. არსებული რესურსების გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე 600 პირის მომზადება იგეგმება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი ბავშვები არ გაატარეს1
ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალი შესაძლოა დავით ჯოხაძესაც წაუყენონ2
ფოტორეპორტაჟი: სტიქიის ზონაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება3
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა4
ფოტორეპორტაჟი: ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X