კონტროლის
პალატა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისგან
დაკისრებული ჯარიმის გადახდას დღის ბოლომდე ელოდება.
როგორც უწყების პრესსამსახურში
აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილისთვის სასამართლომ ჯარიმის გადახდის
გადაწყვეტილება 11 ივნისის მიიღო,
თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად 12 ივნისს არის გატარებული,
ამიტომ ივანიშვილს ჯარიმის გადასახდელად დრო დღის ბოლომდე აქვს.
კანონის მიხედვით, თანხის
გადაუხდელობის შემთხვევაში კონტროლის პალატამ აღსრულების ფურცლით სასამართლოს უნდა
მიმართოს, რის შემდეგაც საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება.
იმის გათვალისწინებით, რომ
კოალიციის ლიდერი კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ
აპირებს, აღსრულების ბიურო გადაწყვეტს იძულების რა გზით უნდა ამოიღოს აღნიშნული
თანხა.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის
პალატამ ივანიშვილი სამართალდამრღვევ სუბიექტად სცნო და საერთო ჯამში 148 650 131
ლარით დააჯარიმა.
ივანიშვილის ადვოკატებმა ეს
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით
კი დაკისრებული ჯარიმა შემცირდა და 74 325 065 ლარი შეადგინა.
internet.ge