საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად
რჩება.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯაგალძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში პრეზიდენტის საქმიანობის დიდი ნაწილი,
სწორედ იმ პროექტებს დაეთმო, რომლებიც სოფლის
მეურნეობაში ხორციელდება.
მანჯგალაძის თქმით, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ჩატარებული ტურების მიზანი, გლეხებისთვის სიახლეების გაცნობა იყო.
„წელს ერთ-ერთი სიახლე ფერმერთა მომსახურების ცენტრებია. უახლოეს პერსპექტივაში
კი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს ცენტრები
მეტი ტექნოლოგიებით აღიჭურვოს და ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ჩვენ უნდა მივიღოთ მეტი ქართული პროდუქცია დახლებზე“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
Internet.ge