თბილისის მერია „მზიურის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებულ
ტენდერზე, განცხადებას ავრცელებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მერიიდან განუცხადეს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით,
გამარჯვებულად
გამოვლინდა
შ.პ.ს “აბგ და კომპანია” რომელთანაც ხელშეკრულება თბილისის მერიამ კანონმდებლობის სრული დაცვით გააფორმა.
მათი ინფორმაციით, თბილისის მერია
მზიურში
მიმდინარე
სამუშაოების
მონიტორინგს განახორციელებს.
„2012 წლის 30 აპრილს თბილისის მერიის მიერ გამოცხადდა ტენდერი დასასვენებელი პარკ "მზიურის” რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებზე. სატენდერო წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყო და 21 მაისს დასრულდა.
2012 წლის 11 ივნისს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოვლინდა შ.პ.ს “აბგ და კომპანია” რომელთანაც ხელშეკრულება თბილისის მერიამ კანონმდებლობის სრული დაცვით გააფორმა. აღნიშნული კომპანია განახორციელებს პარკ "მზიური”-ს რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებს, ხოლო თუ კომპანიის მხრიდან ადგილი ექნება სამუშაოების არაკეთილსინდისიერად შესრულებას, ხელშეკრულება გაუქმდება და გამოცხადდება
ახალი ტენდერი.
თბილისის
მერია განახორციელებს მზიურში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს“,-
აცხადებენ მერიაში.
Internet.ge