GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არზაყან ემუხვარის ცხოვრების ამსახველი წიგნის -„ქედუხრელი რაინდი“ პრეზენტაცია გაიმართა
17:14 19.06.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთის  მთავრობის პირველი თავმჯდომარის, არზაყან ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წიგნი -„ქედუხრელი რაინდი" გამოიცა, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში  გაიმართა. 

პრეზენტაციის პარალელურად,  ოქუმის სკოლის დაარსებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი, აფხაზეთში პირველი საგანმანათლებლო  კერების საარქივო მასალების გამოფენა  მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის დედა გიული ალასანია დაესწრო.

გიორგი ბარამიას განცხადებით, აუცილებელია, რომ თაობებმა იცოდნენ იმ გმირების შესახებ ,რომლებიც ქვეყნისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების  ისტორიას ქმნიან.

"ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ არზაყან ემუხვარი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას გვერდით განისვენებს საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე.  ასევე სიმბოლურია, რომ წიგნის პრეზენტაცია  იმ გამოფენის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ისტორიულ სამურზაყანოში ქართული საგანმანათლებლო კერების დაარსებას ეძღვნება. სწორედ ოქუმის სკოლა იყო პირველი საგანმანათლებლო კერა მთელ აფხაზეთში, რომელმაც საქართველოს მისცა გამოჩენილი მოღვაწეები არზაყან ემუხვარი, აკაკი ჩხენკელი და ილია ვეკუა. ჩვენ ვაგრძელებთ სახელოვანი წინაპრების საქმეს. დარწმუნებული ვართ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგება, რასაც საქართველოს უკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია  და ქვეყნის გამთლიანება ჰქვია,”- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა  და საქართველოს ეროვნულ არქივის ორგანიზებით გაიმართა.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 13 ოქტომბრისთვის1
ჯუმბერ პატიაშვილი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს2
დღეიდან სამაგიდო სიების მონიტორინგი იწყება3
ყირგიზეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა4
თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X